ახმეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ახმეტა-თიანეთის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
01-08-2018, 12:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული ახმეტა-თიანეთის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული აზერბაიჯანული კომპანია AGT Menegment, Meslehet, Tikinti Xidmetleri MMC ასრულებს, პროექტის ღირებულება 18 964 873 ლარია.


„პროექტი, რომელიც მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება, უმნიშვნელოვანესია კახეთის რეგიონისთვის. ახმეტა-თიანეთის საავტომობილო გზის მშენებლობა რეგიონული განვითარების პროცესის ნაწილია. პროექტის გახორციელება ეკონომიკურად კიდევ უფრო საინტერესოს გახდის რამდენიმე რეგიონს და ბევრ დამატებით ფუნქციას შესძენს. განსაკუთრებით საინტერესო გახდება ტურისტული მიმზიდველობის თვალსაზრისით. შემცირებული მანძილი და მოწესრიგებული გზა ვიზიტორების რაოდენობას საგრძნობლად გაზრდის. რა თქმა უნდა, შეიცვლება ადგილობრივთა სოციალურ-ეკონომიკური პირობები“, განაცხადა გელა სამხარაულმა.

 


ინფორმაციას ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი