თბილისში, ხორავას ქუჩაზე გასული წლის დეკემბერს მომხდარი მკვლელობის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრებმა მ.კ.-ს ძმა, ლუკა კალანდია გამოკითხეს, რის შემდეგაც მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
„კომისიის წევრებს მივაწოდე დეტალური ინფორმაცია. ხორავას ქუჩაზე მე არ ვყოფილვარ, შესაბამისად, ვერანაირ ინფორმაციას ვერ მივაწვდიდი იმასთან დაკავშირებით, ვნახე თუ არა, რაც მოხდა. მე ჩემს ძმას არა ხორავას ქუჩაზე, არამედ პეტრიაშვილის ქუჩაზე მივაკითხე“, განაცხადა ლუკა კალანდიამ, რომლის სიტყვების ციტირებასაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
შეკითხვაზე - მიიღო თუ არა თავისი ძმისგან ინფორმაცია, რა მოხდა ხორავას ქუჩაზე - ლუკა კალანდიამ ასე უპასუხა: „ვიცი, რა მოხდა. ჩემი ძმისგან გავიგე, თუ სხვა წყაროსგან, მაგას ვერ ვიტყვი“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.