„საერთაშორისო სწავლებები, ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებისა და შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაზრდასთან ერთად კიდევ უფრო გვაახლოებს ნატოს სტანდარტებთან“ - ლევან იზორია
01-08-2018, 13:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2018“ გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას საერთაშორისო სწავლებების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „საერთო ღირებულებების დასაცავად და რეგიონალური უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან ერთად, გლობალური უსაფრთხოების გაძლიერება ჩვენი პარტნიორობის ქვაკუთხედია. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოსთვის და მთლიანად რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესია მსგავსი ტიპის საერთაშორისო სწავლებები, რომლებიც ურთიერთანამშრომლობის გაღრმავებისა და შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაზრდასთან ერთად კიდევ უფრო გვაახლოებს ნატოს სტანდარტებთან“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.

 


მისი განცხადებით, 2015 წლიდან, აშშ და საქართველო, ყოველწლიურად, ერთ-ერთ ყველაზე ფართომასშტაბიან მრავალეროვნულ სწავლებას ახორციელებენ, რომელიც აშშ-ის ევროპული სარდლობის ორგანიზებით შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე 17 სწავლებათაგან ერთ-ერთია: „სწავლებათა ციკლი შავი ზღვის რეგიონის 7 ქვეყნის ტერიტორიაზე იმართება და მათში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 40,000 -მდე სამხედრო მოსამსახურეა ჩართული. ქართველმა სამხედროებმა უკვე მიიღეს მონაწილეობა გერმანიასა და უკრაინაში გამართულ საერთაშორისო სწავლება “DYNAMIC FRONT”, „COMBINED RESOLVE“ და „SEA BREEZE - ში, ხოლო აგვისტოსა და სექტემბერში მონაწილეობას მიიღებენ გერმანიაში, ბულგარეთში, რუმინეთსა და უკრაინაში დაგეგმილ 4 საერთაშორისო სწავლებაში: “PLATINUM LION”; “PLATINUM EAGLE”; “RAPID TRIDENT”; “SABER JUNCTION”.“

 


„ღირსეული პარტნიორი 2018“ დღეს ოფიციალურად გაიხსნა. სწავლება, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ლიდერობით ხორციელდება, 15 აგვისტოს დასრულდება.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი