ლევან იზორია: „შეიარაღებულ ძალებში უმნიშვნელოვანესი ტრანსფორმაცია მიმდინარეობს“
01-08-2018, 14:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2018“ გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესზე ისაუბრა.

 


„შეიარაღებულ ძალებში უმნიშვნელოვანესი ტრანსფორმაცია მიმდინარეობს. წარმატებით ხორციელდება საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა, დაწყებულია ლოგისტიკის ტრანსფორმაცია, ტოტალური თავდაცვის ფარგლებში რეზერვისა და მობილიზაციის სისტემის ჩამოყალიბება, ბრიგადების საბრძოლო ჯგუფებად ფორმირება; Mission Command მიდგომების დანერგვა, სამთო და საზღვაო, კიბერ თავდაცვისა და სტრატეგიული კომუნიკაციების კომპონენტების საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ წვრთნებსა და სწავლებებში ინტეგრირება. ყოველივე ეს, სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანს საქართველოს შეიარაღებული ძალების თავდაცვით შესაძლებლობებს“, აღნიშნა მინისტრმა.

 

 

ლევან იზორიას განცხადებით, თავდაცვის უწყების მიზანია ჩამოყალიბდეს თანამედროვე, ბრძოლისუნარიანი და ნატოსთან თავსებადი შეიარაღებული ძალები, რომელიც ეროვნული თავდაცვითი ამოცანების შესრულების გარდა, სრულფასოვნად შეიტანს წვლილს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

 

 

„მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველო, როგორც პასუხისმგებლიანი პარტნიორი, ერთგული რჩება ნატოს მოთხოვნის მიმართ და თავდაცვის დანახარჯებისთვის უზრუნველყოფს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (GDP) 2%-ის გამოყოფას. უფრო მეტიც, გატარებული რეფორმების შედეგად, ჩვენ შევძელით 4%-დან 20%-მდე გაგვეზარდა თავდაცვის ბიუჯეტიდან თავდაცვითი სისტემების მოდერნიზაციაზე მიმართული თანხები“, განმარტა თავდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.

 

 

„ღირსეული პარტნიორი 2018“ დღეს ოფიციალურად გაიხსნა და 15 აგვისტოს დასრულდება.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი