„უსირცხვილო და უტიფარი იყო დღევანდელი მათი გადაწყვეტილება“ - ჭყონდიდის მიტროპოლიტი ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება
01-08-2018, 18:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჭყონდიდის მიტროპოლიტი უზენაესი სასამართლოს უარს, ე.წ. ციანიდის საქმის წარმოებაში მიღებასთან დაკავშირებით, უსინდისო და უტიფარ გადაწყვეტილებას უწოდებს.

 


როგორც მეუფე პეტრე ცაავა ამბობს, საქართველოში მართლმსაჯულება არ არსებობს.

 


„კითხვები უკვე კარგა ხანია გააჩინა სასამართლოს უპასუხისმგებლო დამოკიდებულებამ, უღმერთოებამ, უსამართლობის მადიდებლობამ და პასუხიც უკვე აქვს დარწმუნებული ვარ სრულიად საქართველოს მათ მიმართ, რომ ჩვენ არ გვაქვს მართლმსაჯულება ქვეყანაში.

 

 

ეს ისეთივე უსირცხვილო და უტიფარი იყო დღევანდელი მათი გადაწყვეტილება როგორც უსინდისო და უტიფარი იყო სასამართლო პროცესების დახურვა თავის დროზე.

 

 

მაქვს მოლოდინი და დიდი რწმენა, რომ საქართველო და ქართველი ერი აუცილებლად გათავისუფლდება ამ უსამართლობისგან და აუცილებლად იზეიმებს ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას და აუცილებლად ჩვენი სახელმწიფოებრიობა მართლმადიდებელ ქრისტიანულ ღირებულებებზე, რომის სამართალზე და ბერძნულ დემოკრატიაზე იქნება დაფუძნებული.

 

 

ფაქტიურად არ არსებობს არც ერთი სვეტი ამ სამიდან, რომელიც აუცილებელი პირობაა სახელმწიფოებრიობის არსებობის“, განაცხადა მეუფე პეტრემ „რუსთავი 2"-თან სატელეფონო საუბრისას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი