ბიძინა გიორგობიანი: ერთი ვეფხვი ჯერ კიდევ არ არის მოძიებული... ასევე, იდენტიფიცირებული არ არის ერთი ჭრელი აფთარი
17-06-2015, 07:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის ბიძინა გიორგობიანის განცხადებით, ერთი ვეფხვის ლეშის იდენტიფიცირება ჯერ კიდევ არ მომხდარა.


როგორც მან განაცხადა, ზოოპარკში ახლა მიმდინარეობს ძიება, თუ რამდენი ლეშია იდენტიფიცირებული, რამდენი ცხოველი გადარჩა და რამდენი გადაიყვანეს ვოლიერებში.


„მას შემდეგ, რაც ვოლიერების გაწმენდა ხდება, აღმოჩნდა, რომ 2 ვეფხვის ლეში აკლდა. ერთი ვეფხვი ლიკვიდირებულია დღეს მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, მეორე კი ჯერ არ არის მოძიებული. ახლა მიმდინარეობს ვოლიერების ტექნიკური გაწმენდა და ქალაქში, პარალელურად, მერიისა და შს სამინისტროს საგანგებო სამსახურები მთელს ქალაქში პატრულირებენ და ცხოველს ეძებენ. ასევე, იდენტიფიცირებული არ არის ერთი ჭრელი აფთარი“, – განაცხადა გიორგობიანმა.
მისი თქმით, თუ ვინ მიაწოდა შსს-ს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ყველა ცხოველი იდენტიფიცირებულია, დგინდება.


„როგორც შსს-ს და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებმა განაცხადეს, ზოოლოგიური პარკიდან ჰქონდათ აღნიშნული ინფორმაცია ამ სახით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ამ ინფორმაციის გადამოწმება და დადგენა“, – განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი