ფოთში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები დაიტბორა, განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა დანელიასა და პუშკინის ქუჩებზე. ათეულობით ოჯახს გაუნადგურდა საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა. მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს და ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს პრობლემა ყოველი წვიმის დროს იქმნება.
მოსახლეობა სატუმბი სადგურების გაუმართაობაზე საუბრობს და პრობლემის დროულად მოგვარებას ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.