მესტის მუნიციპალიტეტის მერის (ფოტოზე შუაში) განცხადებით, ჭუბერსა და ხაიშში, სადაც რამდენიმე დღის წინ ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტების შესასწავლად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა და რასაც, ადგილობრივებთან დაპირისპირება მოჰყვა, საკითხი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები ჩართულობით გადაწყდება.
როგორც GUARDIAN.GE-ს კაპიტონ ჟორჟოლიანმა განუცხადა, გაიმართება ჭუბერისა და ხაიშის მოსახლეობასთან სამუშაო შეხვედრა, რა დროსაც პრობლემის სიღრმისეული ანალიზი მოხდება.
მესტიის მერი ვერ აკონკრეტებს, რა წინადადება შეიძლება შესთავაზოს მთავრობამ ზემო სვანეთის მოსახლეობას, თუმცა, დარწმუნებულია, რომ საკითხი კანონის ფარგლებში გადაწყდება.
„მთავრობა რას შესთავაზებს ადგილობრივ მოსახლეობას ვერ გეტყვით. ამ საკითხში ჩართულია პრემიერ მინისტრი. დაგეგმილია ხელმძღვანელი პირების ჩამოსვლა ადგილზე, რა დროსაც იქნება განხილვა ძირითადი პრობლემების. სწორედ განხილვის შემდეგ იქნება პრობლემების გადაწყვეტის გზებზე საუბარი. ჯერ ნაადრევია ამაზე საუბარი. ეს არ არის ერთდღიანი პრობლემა, არც ერთწლიანია, ეს პრობლემა არსებობს წლების განმავლობაში, გაანალიზება სჭირდება და შესაბამისად, სწორი გადაწყვეტილებების მიღება. ამიტომ, ამ ეტაპზე ვერ გეტყვით კონკრეტულად რა გადაწყვეტილებებზე იქნება საუბარი. არ მინდა მოლოდინები შევქმნა ან მოსახლეობას ცრუ მოლოდინები გავუჩინო. მე ვფიქრობ, რომ ღრმა ანალიზის საფუძველზე შეჯერდება ყველაფერი. მთავრობა მაქსიმალურად იზრუნებს იმაზე, რომ მოსახლეობას რაც შეიძლება გაუადვილოს ცხოვრება. მინდა გითხრათ, რომ სახელმწიფო და მთავრობა მთლიანად იმაზეა ორინეტირებული, რომ როგორმე მოსახლეობას გაუადვილოს ცხოვრება, რაც არაერთხელ დამტკიცებულა ამ პერიოდის განმავლობაში. და ამ ეტაპზეც, ამ კუთხით მიმდინარეობს მსჯელობა, რომ მაქსიმალურად სწორად, კანონის ფარგლებში მოხდეს დარეგულირება. გაიმართება სამუშაო შეხვედრა, ხელისუფლების წარმომადგენლები მოისმენენ არსებულ პრობლემებს და ამის შემდეგ, შეძლებისდაგვარად, კანონის გათვალისწინებით, დაიწყება მოგვარება. მოსახლეობას ყველაფერი ნათლად განემარტება, მაქსიმალურად გამჭვირვალედ და სუფთად იქნება ყველაფერი გაკეთებული", განუცხადა GUARDIAN.GE-ს მესტიის მერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.