პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მედიასთან აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელება არ ეჩქარება, რადგან მათი კანდიდატი ფარდობითი უპირატესობით ისარგებლებს და საარჩევნო კამპანიასაც უკეთესად დაგეგმავს.
„სხვებს დასახელებული ჰყავთ კანდიდატები, შესაბამისად შეგვიძლია, კარგად შევაფასოთ მათი მინუსები, პლუსები და ამის საფუძველზე დავგეგმოთ ჩვენი საარჩევნო კამპანია. როდესაც ჩვენმა კონკურენტებმა არ იციან, ვინ არის ჩვენი კანდიდატი, ასეთ დროს გვაქვს ფარდობითი უპირატესობა, ეს არის უმარტივესი, წინასაარჩევნო კამპანიის შემადგენელი ნაწილი. ჩვენ არ გვეჩქარება კანდიდატის დასახელება, შეგვიძლია, აგვისტოს განმავლობაში მივიღოთ გადაწყვეტილება და ამის შემდეგ, დაახლოებით ორთვიანი პერიოდი გვექნება საარჩევნოდ მომზადებისთვის“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.