„ასეთი პრეზიდენტი მე აღარ მინდა ვიხილო მომდევნო ხუთი, ექვსი და ათი წლის განმავლობაში“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „TV პირველის“ ეთერში, გადაცემა „პოლიტმეტრში“ საუბრისას იმ ფაქტის შეფასებისას, როდესაც მიმდინარე წელს პარლამენტში მისული საქართველოს პრეზიდენტი დებატების გამართვას ითხოვდა, ხოლო ამის საშუალება მას საპარლამენტო უმრავლესობამ და პარლამენტის თავმჯდომარემ მას იმ მოტივით არ მისცა, რომ მათი თქმით, ამით რეგლამენტი ირღვეოდა.
„მან მოაწყო მარტივად პროვოკაცია, დაგეგმილი ჰქონდა წასვლა ქუთაისიდან ან დარბაზში არ სურდა მას გაჩერება და ამიტომ მოაწყო მან უმარტივესი სპეკულაციური პროვოკაცია. ძალიან მძიმე უხერხულობა მექმნება, როდესაც, ნახეთ, როგორ გარბის გიორგი მარგველაშვილი (კობახიძე მიანიშნებს იმ ვიდეო კადრებზე, როცა პრეზიდენტი მარგველაშვილი პროტესტის ნიშნად ტოვებს სხდომათა დარბაზს) და რამდენად აგრესიულია ის ამ, ასე ვთქვათ, მოვლენის დროს. ეს არის ძალიან უხერხული. ასეთი პრეზიდენტი მე აღარ მინდა ვიხილო მომდევნო ხუთი, ექვსი და ათი წლის განმავლობაში. როდესაც ესე გარბის დარბაზიდან პრეზიდენტი და ასეთი აგრესიულია... მერე გახსოვთ თქვენ მისი ეთერები, ის აფრქვევდა აბსოლუტურ აგრესიას. ასეთი არ უნდა იყოს პრეზიდენტი, ის უნდა იყოს მისაბაძი მაგალითი, ბუნებრივია, სხვებისთვის. ასეთი პრეზიდენტი, აღარ გვინდა ბუნებრივია, ვიხილოთ“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დაამატა: „სააკაშვილის გაქცევა გვახსოვს, მარგველაშვილის გაქცევა გვახსოვს და ამას სათანადოდ შეაფასებს ქართველი ამომრჩეველი“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.