შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების IV მექანიზებული ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა
02-08-2018, 11:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების IV მექანიზებული ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა. ქართველ მშვიდობისმყოფელებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლის მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი ზაქარია კალანდაძე, საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ფრანც-იოზეფ ნოლტე და საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები დახვდნენ. მათ სამხედრო მოსამსახურეებს მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს და ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს.

 

 

IV მექანიზებული ბრიგადის ნაკრები ასეული ბრიგადის სატანკო და საარტილერიო ბატალიონების პირადი შემადგენლობით არის დაკომპლექტებული. ჯარისკაცები მაიორ გოგი ნოზაძის მეთაურობით, 6 თვის განმავლობაში მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ სამშვიდობო მისიას გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში ასრულებდნენ.

 

 

ქართული ქვედანაყოფი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში ოპერაციის რაიონში კონტროლისა და სწრაფი რეაგირების ამოცანების შესრულებაზე იყო პასუხისმგებელი. IV მექანიზებული ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში II ქვეითი ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეულმა ჩაანაცვლა.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი