საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა 83 მსჯავრდებული შეიწყალა. როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 83 შეწყალებულიდან 40 სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღეს დატოვებს, 43-ს, რომელთა შორისაც ერთი უვადოდ მსჯავრდებულია, სასჯელი შეუმცირდა.
შეწყალებულთა შორის ერთი არასრულწლოვანი და სამი ქალია.
ქორიძის თქმით, კომისიამ 23-29 ივლისის პერიოდში, სულ 976 მსჯავრდებულის საქმე განიხილა.
საქართველოს პრეზიდენტმა 2018 წლის 17 აპრილს ძალადობრივ დანაშაულებებზე გამოცხადებული მორატორიუმი იმ კონსულტაციების საფუძველზე გააუქმა, რომელიც პრეზიდენტმა და შეწყალების კომისიამ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საზოგადოებრივ ჯგუფებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან გამართა.
პრეზიდენტმა მორატორიუმი 23 ივლისს მოხსნა და შეწყალების კომისიას საშუალება მიეცა ძალადობრივი ხასიათის დანაშაულის შემცველი საქმეები განეხილა.
ზვიად ქორიძის ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ, სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის კახი კახიშვილისა და პრეზიდენტის შეხვედრისას გამოითქვა მზადყოფნა შეწყალების კომისიის შემადგენლობაში სამინისტროს წარმომადგენლის შეყვანის თაობაზე, თუმცა, სამთავრობო ცვლილებებისა და რეორგანიზაციის შემდეგ, იუსტიციის სამინიტრომ პენიტენციალური სისტემის წარმომადგენლის კომისიის შემადგენლობაში ჩართვაზე უარი განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.