საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აშშ-ის ეროვნული გვარდიის ბიუროს ხელმძღვანელს, გენერალ ჯოზეფ ლინგელს შეხვდა. გაფართოებული შეხვედრა IV მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე გაიმართა.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის დასაწყისში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ამერიკელ სტუმარს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-ის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის ასპექტები მიმოიხილეს. იმსჯელეს რეზერვისა და მობილიზაციის სისტემის ჩამოყალიბებაში ამერიკული მხარის უფრო აქტიური ჩართულობის შესახებ. ლევან იზორიას განცხადებით, საქართველოს მხრიდან არსებობს დიდი სურვილი ახალი სისტემის განვითარებაში აქტიურად ჩაერთოს აშშ-ის ეროვნული გვარდია.
ამერიკელ გენერალთან შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე, ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი რენდელ სიმონსი და აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ჯონ გრონსკი დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.