შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის მიერ აშშ-ის 2016 წლის არჩევნებში ჩარევის შესახებ მიმდინარე გამოძიებას თავს დაესხა და მისი „მყისვე“ დასრულება მოითხოვა.
Twitter-ზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გენერალურმა პროკურორმა, ჯეფ სეშენსმა უნდა შეწყვიტოს გამოძიება არჩევნებში საეჭვო ჩარევასთან დაკავშირებით.
ტრამპმა სპეციალურ პროკურორს, რობერტ მიულერს, რომელიც გამოძიებას ხელმძღვანელობს, „სრულიად დაბნეული“ უწოდა.
მისი ამგვარი კომენტარები იმ ფონზე გაკეთდა, როცა ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა თავად განაცხადა, რომ შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრო პოლიტიკური ჩარევებისგან თავისუფალი უნდა იყოს.
შტატების მედიის ცნობით, ტრამპის თანაშემწეები ვარაუდობენ, რომ მიულერი მალევე დადებს თავისი 14 თვიანი გამოძიების შედეგს, რომელიც პრეზიდენტს ეხება.
„რესპუბლიკელმა“ პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა მისი კამპანიის ყოფილი მენეჯერის, პოლ მანაფორტის წინააღმდეგ აღძრული საქმე, რომლის სასამართლოც ორი დღის წინ დაიწყო. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ მანაფორტს ალ კაპონეზე მკაცრად ეპყრობიან.
თეთრი სახლის სპიკერმა, სარა სანდერსმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ტრამპის Tweet-ები მის „შეხედულებაა“ და „არა ბრძანებება“.
„ვფიქრობ, რომ მან თავიდანვე გარკვევით გამოხატა თავისი დამოკიდებულება ამ გამოძიებაზე“, დაამატა სანდერსმა ტრამპზე საუბრისას.
სპეციალური პროკურორის გამოძიების წინააღმდეგ პრეზიდენტის იმედგაცრუებაში, მღელვარებასა და გაბრაზებაში ახალი არაფერია.
თუმცა, მან პირველად მოსთხოვა გენერალურ პროკურორს რობერტ მიულერის სამსახურიდან დათხოვნა. მნიშვნელოვანია დრო, როდესაც პრეზიდენტმა ეს განცხადებები გაავრცელა - მისი კამპანიის ყოფილი მენეჯერის, პოლ მანაფორტის სასამართლო ახალი დაწყებულია. მას ბრალად ედება პრო-რუს უკრაინელ პოლიტიკოსებთან ბიზნესკავშირები.
პრეზიდენტის განცხადებების ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ მიულერის გამოძიება ტრამპის ოჯახურ წრეს მიუახლოვდა. კონკრეტულად, საქმე ეხება მისი შვილის, დონალდ უმცროსისა და მისი სიძის, ჯარედ კუშნერის კრემლთან ასოცირებულ რუს ადვოკატთან შეხვედრებს, რომელსაც დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის დროს ჰქონდა ადგილი „ტრამპ თაუერში“.
გენერალურ პროკურორს, ჯეფ სეშენსს პრაქტიკულად არ შეუძლია მიულერის სამსახურიდან გათავისუფლება, რადგან მან რუსეთის ჩარევის შესახებ გამოძიების შესახებ უარი თქვა.
ირონიული მომენტია ისიც, რომ მიულერის გამოძიება სწავლობს იმასაც, გამოიყენა თუ არა ტრამპმა „ტვიტერი“ მის გენერალურ პროკურორზე ზეწოლისა და დაშინებისთვის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.