იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა ნინო გვენეტაძის გადადგომასთან დაკავშირებით, TV პირველის „დღის ამბებში“ ისაუბრა. ჯანეზაშვილის თქმით, გვენეტაძე ჯერ კიდევ ნოემბერში საუბრობდა, რომ ის იყო ძალადობის მსხვერპლი, ასევე ჯანეზაშვილი ამბობს, რომ გვენეტაძის გადადგომა კიდევ უფრო ადასტურებს იმას, რომ სასამართლო სისტემას „კლანი“ მიხეილ ჩინჩალაძის მეთაურობით მართავს.
„როგორც მოგეხსენებათ, გასული წლის ნოემბერში ქალბატონმა, ნინო გვენეტაძემ გააკეთა განცხადება, რომ ის იყო ძალადობის მსხვერპლი, რომელზეც საზოგადობას არ ჰქონია შესაბამისი რეაგირება, პირველ რიგში ვგულისხმობ იმ ადამიანებს, ვისაც უნდა მოეხდინა რეაგირება და ეს უნდა ყოფილიყო განგაშის ზარი, რომ სასამართლო სისტემაში არის სერიოზული პრობლემები, რადგან თავმჯდომარე საუბრობს ასეთ რამეებზე და პირდაპირ ღიად ამბობს, რომ იგი ძალადობის მსხვერპლია. ეს ინფორმაცია მაშინ მოხვდა სახალხო დამცველის ანგარიშშიც, სხვათა შორის. ამის შემდეგ ვნახეთ, რომ გავრცელდა ჭორები მისი გადადგომის შესახებ, როდესაც იგი ხელს არ აწერდა მოსამართლეთა დანიშვნას, ჩვენ გვახსოვს ეს. დღეს ოფიციალური განცხადება, რამდენიმე თვის მერე გაკეთდა. როდესაც ვხედავთ, რომ სიტუაცია სასამართლო სისტემაში უფრო და უფრო იძაბება და რთულდება, ვხედავთ, რომ იგი ოფიციალურად გადადგა. მე მიმაჩნია, რომ როდესაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აკეთებს განცხადებას გადადგომის შესახებ, ეს უნდა იყოს ძალიან სერიოზული განგაშის ზარი ყველასთვის, საზოგადოებისთვის, ხელისუფლების ყველა შტოსთვის, რადგან მე მიმაჩნია, რომ რეალურად სასამართლოს მართავს „კლანი“, რომლის მეთაურიც არის მიხეილ ჩინჩალაძე და ეს გვენეტაძის გადადგომამაც დაამტკიცა“, განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.