ჩვენ მოსურნენი ვართ, რომ ქართველმა ხალხმა ივაჭროს, იმოგზაუროს თავისუფლად ევროპის ქვეყნებში, რაც შეიძლება სწრაფად, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა ბულგარეთის პრეზიდენტმა როსენ პლევნელიევმა ქართველ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ბულგარეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ ერთიანობას.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის სუვერენულ არჩევანს და გადაწყვეტილებას, მათი უფლებაა, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზით იარონ. ჩვენ ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ე.წ. ხელშეკრულებების გაფორმებას. ეს ხელშეკრულებები სრულიად საწინააღმდეგოა იმ საერთაშორისო სულიკვეთების, რომელიც დღეისთვის ცივილიზებულ სამყაროში არსებობს და არასდროს არ ვაღიარებთ ამ შეთანხმებებს. ბულგარეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივას, გეზს. ბულგარეთი იყო ერთ-ერთი პირველი იმ ქვეყანათა შორის, რომელთან რატიფიკაცია მოხდინეს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე. ჩვენ მოსურნენი ვართ, რომ ქართველმა ხალხმა ივაჭროს, იმოგზაუროს თავისუფლად ევროპის ქვეყნებში რაც შეიძლება სწრაფად", - განაცხადა ბულგარეთის პრეზიდენტმა.
როგორც როსენ პლევნელიევმა აღნიშნა, საქართველო აგრძელებს რეფორმირების პროცესს.
"რა თქმა უნდა, საქართველოს პოტენციალიც გამოწვევების წინაშე გამკლავების კუთხით გაუჯობესდება. ჩვენ მივესალმებით იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელიც საქართველომ განიცადა ვიზის ლიბერალიზაციის გზაზე, რასაც მივყავართ, საბოლოო ჯამში, რაც შეიძლება მალე ვიზის ლიბერალიზაციისკენ. არსებობს უამრავი შესაძლებლობა ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით", - აღნიშნა პლევნელიევმა.
მისივე თქმით, გასულ წელთან შედარებით, საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში 18%-ით გაიზარდა.
"ორმხრივ დონეზე ჩვენ ვხედავთ დინამიკას სიტუაციის გაუჯობესებას. 2015 წელს ბულგარეთი გახდა ერთ-ერთი ყველაზე უფრო მსხვილი არეალი, სადაც საქართველოში ნაწარმი შემოდის. ჩვენ ძალიან გვიხარია ამ წარმატების. გვიხარია იმის, რომ ჩვენი ორმხრივი ვაჭრობა ძლიერდება, აფართოვებს თავის საზღვრებს. ჩემს პირად მეგობართან - ბატონ პრეზიდენტთან, მინისტრებთან ვისაუბრეთ ამის თაობაზე და იმედი გაქვს, რომ შემდეგ თვეში უკვე ამ პროცესის გაცილებით უფრო დინამიკური განვითარების მოწმენი გახდებით", - განაცხადა პლევნელიევმა.
მისივე თქმით, ბულგარეთი ასევე ემზადება მე-5 ერთობლივი კომისიის შეკრებისთვის და ამ პერიოდისთვის შედგენილია საკმაოდ მნიშვნელოვანი დღის წესრიგი საკვების, ფარმაკოლოგიური ნაწარმის, კოსმეტიკური და ა.შ. ექსპორტ-იმპორტის კუთხით.
"ბულგარეთი მოსურნეა, რომ გაიზარდოს პოტენციალი როგორც ბათუმის, ასევე ფოთის პორტების და მხარს ვუჭერთ იმ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის გეგმას, რომელიც საქართველოს გააჩნია. მე მინდა, რომ საქართველოში ინვესტორებმა თავიანთი მიზნები საკმაოდ წარმატებულად განახოციელონ. მაგალითად, ჩვენ გვყავს ბულგარელი კომპანიები, რომლებმაც ინვესტიცია განახორციელეს განახლებული ენერგიის სფეროში, დაახლოებით, 40 მილიონი ევროს ინვესტიცია იგეგმება ამ კუთხით", - განაცხადა პლევნელიევმა.
როგორც პლევნელიევმა აღნიშნა, ბულგარეთი მხარს უჭერს შავი ზღვის რეგიონში სატრანსპორტო პოტენციალის გაძლიერებას ყველა საშუალებით, რომელიც შეიძლება დღეისთვის გააჩნდეს.
"ჩვენ ვახსენეთ ენერგოსფერო. საქართველო არის სატრანზიტო ქვეყანა, მთავარი პარტნიორი იმ პროექტების რელიზაციაში, რომელიც ენერგორესურესების გატარებასთან არის დაკავშირებული ევროპის მიმართულებით. ყოველივე ეს დააკავშირებს საქართველოს გაცილებით მძლავრად ევროკავშირთან. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს წევრობას, მის ევროატლანტიკურ სივრცეში გაერთიანებას. ჩვენ მივესალმებით იმ მსხვილი და მნიშვნელოვანი ნატო-ს პაკეტის განხორციელებას, რომელშიც ჩაბმულია ქვეყანა. ამ მხრივ საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა და დაამტკიცა, რომ ფრიად სანდო და ძლიერი ნატო-ს პარტნიორია. შეაქვს ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი უსაფრთხოებში. ქართველი ჯარისკაცები ბულგარელ და ნატო-ს ჯარისკაცებთან ერთად მხარდამხარ იბრძვიან. სწორედ ამიტომ ნატო-მ საქართველოსთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი და წონიანი პაკეტი შედგინა, რომლის შესრულებაშიც საქართველო არის ჩართული, რაც ნიშანია იმისა, რომ ნატო საქართველოს ერთგულია", - აღნიშნა პლევნელიევმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.