მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონების მიმართულების ხელმძღვანელმა, სოზარ სუბარმა ნინო გვენეტაძის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ გვენეტაძის პოსტის დატოვების მიზეზი, მისი ჯანმრთელობის პრობლემები გახდა. მანვე დაამატა, რომ გვენეტაძეს წლებია იცნობს, და რომ მას არ მოერიდებოდა ნამდვილი მიზეზის დასახელება გადადგომასთან დაკავშირებით.
სუბარმა განაცხადა, რომ გვენეტაძის გადადგომას „ციანიდის საქმესთან“ საერთო არაფერი აქვს.
„ჩვენ ყველამ მოვისმინეთ, რამდენიმე თვის წინ, როდესაც ის საუბრობდა იუსტიციის საბჭოში არსებულ დისკომფორტზე და მის მიმართ გახორციელებულ ზეწოლაზე. თუმცა, არამგონია ეს ყოფილიყო მიზეზი. მან თქვა, რომ მისი სამსახურიდან წასვლა ჯანმრთელობის პრობლემებს უკავშირდება და ეს უნდა ვივარაუდოთ ჩვენც. ნინო გვენეტაძე არის ადამიანი, რომლის მიმართაც მე მაქვს ძალიან მაღალი ნდობა და დიდი პატივისცემა. მრავალი წელია ვიცნობ და რადგან მან ეს მიზეზი დაასახელა, მაშინ ეს უნდა ყოფილიყო მიზეზი. სხვა შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, ის არ მოერიდებოდა სხვა მიზეზის დასახელებას. ამ გადადგომის „ციანიდის საქმესთან“ რაიმე კავშირის ქონა ძალიან მოულოდნელია. მსგავსი რამე შეუძლებელი მგონია“, განაცხადა სოზარ სუბარმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.