იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მედიასთან საუბრისას აცხადებს, რომ მისთვის სიურპრიზი იყო ნინო გვენეტაძის გადადგომა და მედიის საშუალებით შეიტყო მისი ეს გადაწყვეტილება.
„აბსოლუტურად გამოვრიცხავ, რომ ნინო გვენეტაძის გადაწყვეტილება უკავშირდებოდეს რაიმე შიდა პროცესებს ან მით უფრო, ციანიდის საქმეს. არა მგონია, ვცდებოდე, მიუხედავად იმისა, რომ მე მასთან რამდენიმე კვირაა არ მქონია, არც სატელეფონო კონტაქტი და დღეს სიურპრიზად, მედიის საშუალებით შევიტყვე მისი ეს გადაწყვეტილება და აუცილებლად ვაპირებ მასთან საუბარს, რომ რა ტიპის პრობლემები აქვს, როგორც განაცხადა ჯანმრთელობის მხრივ, მოვიკითხო ადამიანურად და ვუსურვო ჯანმრთელობა და წარმატებები“, განაცხადა თეა წულუკიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.