„ეკლესიას რომ გვჯეროდეს, რომ უდანაშაულოა, ჩვენ გამოვიყვანდით აქამდე", აღნიშნული განცხადება საქართველოს პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით გააკეთა.
როგორც მეუფე იაკობმა სამების საკათედრო ტაძარში წმინდა ილია წინასწარმეტყველის ხსენების დღესთან დაკავშირებული საზეიმო წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ, მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, წმინდა სინოდი მამა გიორგი მამალაძისთვის დეკანოზის წოდების ჩამორთმევაზე იმსჯელებს.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, ფიქრობს თუ არა პატრიარქიც, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ. ციანიდის საქმეში დამნაშავეა, მეუფე იაკობმა განაცხადა: „დიახ".
მანვე აღნიშნა, რომ პირად საუბარში მეუფე გრიგოლმაც დაუდასტურა, რომ დეკანოზი მამალაძე დამნაშავეა.
პატრიარქის ქორეპისკოპოსმა თქვა, რომ დაკავებული სასულიერო პირი „მატყუარა ადამიანია" და დეკანოზის იმ განცხადებას, რომ ის და პატრიარქის მდივანი შორენა თეთრუაშვილი საპატრიარქოში ყველაზე დიდი გავლენებით გამოირჩევიან და მსჯავრდებულის წინააღმდეგ გამიზნულად მოქმედებენ, ჭორი უწოდა.
მეუფე იაკობი გამოეხმაურა ასევე იმ სასულიერო პირების განცხადებასაც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, საგანგებო შეკრება უნდა გაიმართოს.
„არ გვინდოდა, რომ ეს თემა ძალიან გახმაურებულიყო და თუ არ მოისვენებენ ზოგიერთები, ვინც მას ვითომ იცავენ, თვითონაც გაეხვევიან შარში", განაცხადა მეუფე იაკობმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.