ჭყონდიდის მიტროპოლიტი: იყოს პრეზიდენტის სინდისზე ციანიდის საქმე და მამაოს მდგომარეობა
02-08-2018, 16:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჭყონდიდის მიტროპოლიტი უზენაესი სასამართლოს უარს, ე.წ. ციანიდის საქმის წარმოებაში მიღებასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ეხმაურება და აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლო არის არსებული დამნაშავე სისტემის შემადგენელი ნაწილი და არა მსხვერპლი.

 

 

მეუფე პეტრე ცაავა სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ, საჭიროდ მიიჩნევს, რომ წმინდა სინოდმა დაუყოვნებლივ შექმნას კომისია, რომელიც ე.წ. ციანიდის საქმეზე საზოგადოებას პასუხს გასცემს.

 

 

ჭყონდიდის მიტროპოლიტი ამბობს, რომ ე.წ. ციანიდის საქმე და დეკანოზ გიორგი მამალაძის მდგომარეობა „პრეზიდენტის სინდისზეა".

 

 

„მათ მოინდომეს პილატეს მსგავსად ხელები დაებანათ და თავი აარიდეს პასუხისმგებლობას. მაგრამ როგორც პილატეს არ მიეტევა ქრისტეს სასამართლოსაგან თავის არიდება და ის უმკაცრესად დაისაჯა, ასევე უმკაცრესად მოეთხოვებათ პასუხი ადამიანებს რომლებმაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება და ამ შემთხვევაში ცხადად გამოჩნდა, რომ უზენაესი სასამართლო არის არსებული სამწუხაროდ დამნაშავე სისტემის შემადგენელი ნაწილი და არა მსხვერპლი. წმინდა სინოდმა უკვე დაუყოვნებლივ იმოქმედოს მიღებული გადაწყვეტილების და განჩინების შესაბამისად და შექმნას კომისია, რომელიც ქართველ ერს საბოლოოდ ეტყვის სიმართლეს. პარალელურად წმ. სინოდის კომისიისა პარლამენტში უკვე არსებული კომისია, რომელიც მოქმედებს და მუშაობს ეფექტურად გამოითხოვოს ე.წ. ციანიდის საქმე და ჩაერთოს დიდსულოვნად ამ პროცესში. იყოს პრეზიდენტის სინდისზე ციანიდის საქმე და მამაოს მდგომარეობა", განაცხადა მეუფე პეტრემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

მეუფე პეტრე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას გუშინ, 1 აგვისტოსაც გამოეხმაურა და უარს, ე.წ. ციანიდის საქმის წარმოებაში მიღებასთან დაკავშირებით, უსინდისო და უტიფარი გადაწყვეტილება უწოდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი