ირაკლი ღარიბაშვილი: მე, რა თქმა უნდა, ვგრძნობ ძალიან შეწუხებულად თავს, მე მინდა საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო
17-06-2015, 08:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს მოხდა საშინელი, საზარელი ფაქტი. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო თათბირზე განაცხადა, ეს იყო ტრაგიკული შემთხვევა და  საზოგადოებას მოუბოდიშა არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის.


"ეს არის აღმაშფოთებელი, საზარელი ფაქტი. მე შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, დღის, ბოლოს, როდესაც საგანგებო შტაბის სხდომა მიმდინარეობდა, საგანგებო შტაბის მიერ მომზადებულ ანგარიშში მე ვთქვი და გავიმეორე ის ინფორმაცია, რომელიც მოწოდებული იქნა საგანგებო შტაბის მიერ.


თავის მხრივ, საგანგებო შტაბი დაეფუძნა ზოოპარკის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, იმის თაობაზე, რომ მტაცებელი ცხოველები აღარ იმყოფებოდნენ ქალაქში და რომ საფრთხეს არ წარმოდგენენ მოსახლეობისთვის.


მიუხედავად ამ ყველაფრისა, მე, რა თქმა უნდა, ვგრძნობ ძალიან შეწუხებულად თავს, მე მინდა საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო ამ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია ეყრდნობოდა ზოოპარკის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და წყარო იყო ზოოპარკის ადმინისტრაცია, თვითონ დირექტორი. მან არაერთხელ განუცხადა საგანგებო შტაბს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ეს ცხოველები აღარ იმყოფებოდნენ გარეთ. ამის მიუხედავად მე მინდა მოგმართო შეკითხვებით, თავად განუმარტოთ მოსახლეობას, თუ რატომ მოხდა ეს. მიუხედავად იმისა, თუ რა ინფორმაციას მოვისმენდით ჩვენ ზოოპარკის დირექტორისგან, მე მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ თუ რამდენი ცხოველი არის გარდაცვლილი, ნაპოვნი და ა.შ.


თუ სჭირდება დახმარება ზოოპარკის დირექტორს, მე გავალებთ, რომ დაეხმაროთ და თქვენ თვითონ აღრიცხოთ, დაადგინოთ, თუ რამდენი მტაცებელი ცხოველი არის დარჩენილი ზოოპარკში, რამდენი ითვლება დაკარგულად. სანამ არ დარწმუნდებით, რომ ესა თუ ის ცხოველი არის ან ლიკვიდირებული, ან დამხრჩვალი, ან სხვა, არ გაავრცელოთ ინფორმაცია, მიუხედავად ზოოპარკის დირექტორის მიერ გაკეთებული განცხადებებისა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 
პრემიერმა მინდია ჯანელიძეს განმარტება სთხოვა, როგორ მოხვდა ის ინფორმაცია მის ხელში, რომელიც 2 დღის წინათ გაავრცელა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი