ლიეტუვა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შესულ პირებზე შეზღუდვებს აწესებს
02-08-2018, 17:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ლიეტუვის საგარეო უწყებამ მიმდინარე წლის 2 აგვისტოს ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შესახებ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციისა და მთავრობის დადგენილების საფუძველზე, უწყებამ ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტს მიმართა, რათა ლიეტუვის რესპუბლიკამ ზემოაღნიშნულ სიაში დაფიქსირებულ პირებზე შეზღუდვები გაავრცელოს.  

 

 

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საუბარია პირებზე, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

 

 

სამინისტროს განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ 2018 აგვისტოში  საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიიდან 10 წელი სრულდება, რომლის შედეგადაც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია მოახდინა და  საერთაშორისო სამართლის ნორმები დაარღვია.

 

 

განცხადებაში დაფიქსირებულია, რომ დიდი საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობებს, ხოლო ქართულ სამართალდამცავ სტრუქტურებს სამართლის დადგენაში ხელს უშლიან.

 

 

ასევე აღინიშნება, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანთა გატაცებების, მკვლელობების და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ შეფასებულია ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო ნორმათა დარღვევად.

 

 

განცხადების თანახმად, ლიეტუვა ყოველთვის მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, რომ შექმნას ყველა სათანადო პირობა სამართლიანობის უზრუნველსაყოფად და ყველა არასამართლებრივი ქმედების აღმოსაფხვრელად.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი