ონის მერმა, ემზარ საბანაძემ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებსა და საკრებულოს დეპუტატებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სავანეთის ონის სატყეო უბნის უფროსი ელდარ რატიანი ესწრებოდა.
„საუბარი ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ ვითარებას, ტურისტული სეზონის მიმდინარეობასა და არსებულ პრობლემებს შეეხო.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სოფლებში წყალმომარაგების პრობლემას და სათიბებისკენ მიმავალ გზებს. მერის განცხადებით, მომავალ წელს აუცილებლად მოხდება თითოეულ სოფელში წყალმომარაგების სისტემის და სოფლის შიდა გზების კაპიტალური აღდგენა. აღნიშნული პრობლემების ერთხელ და სამუდამოდ გადასაჭრელად, მერის დავალებით, შესაბამისი სამსახურები უახლოეს მომავალში დაიწყებენ აქტიურ მუშაობას.
შეხვედრაზე წარმომადგენელებმა ასევე გააჟღერეს ტყეკაფების გამოყოფასთან დაკავშირებით არსებული პრობლემები, აღნიშნულ საკითხებზე ინფორმაცია და პასუხები უშუალოდ ონის სატყეო უბნის უფროსისგან, ელდარ რატიანისგან მოისმინეს", აღნიშნულია ონის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.