პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ორშაბათიდან იწყებს კონსულტაციებს ახალი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევისთვის
02-08-2018, 18:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.

 


ნინო გვენეტაძის მიერ „პოსტის დატოვება არის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი, მაგრამ ხდება განსაკუთრებით რთული თუ გადავავალებთ თვალს, რაც სასამრთლო სისტემაში ხდება“, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და დაამატა:

 

 

„არაერთი მოსამართლე ან იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ხაზს უსვამდა იმ მძიმე ვითარებას, რომელიც არის სასამართლო სისტემაში. იგივე საკითხზე ჩვენ ყოვედღიურად გვესმის კრიტიკა და შეშფოთება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან და მეგობრებისგან. მაგრამ, ყველაზე ნიშანდობლივი არის თავად ქ-ნი ნინოს განცხადება, როდესაც ქვეყნის პირველი მოსამართლე ამბობს, რომ ის ძალადობის მსხვეერპლია.

 

 

მე მინდა, რომ ეს გადადგომაც არ იყოს ისევე მიჩქმალული, როგორც ბევრი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა ჩვენს ცხოვრებაში. სასამართლო სისტემის გაჯანსაღება, იქ არსებული ვითარების თვისობრივად შეცვლა არის ჩვენი დემოკრატიის წინაშე არსებული უმნიშვნელოვანესი გამოწვევა. გამოწვევა, რომელსაც ჩვენ ან ვუპასუხებთ, ან დავრჩებით იმ მანკიერ წრეზე, რომელსაც არაერთი პრობლემა შეუქმნია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისათვის და სახელმწიფო სისტემისთვის", აღნიშნა პრეზიდენტმა და დასძინა:

 

 

„მისი [ნინო გვენეტაძის] ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის პრეზიდენტის კომპეტენცია, მაგრამ სასამართლო სისტემის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ჩემი კომპეტენცია“.

 


პრეზიდენტი ორშაბათიდან იწყებს კონსულტაციებს ახალი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევისთვის ამ პროცესში ჩართავს მთელ საზოგადოებას. 

 


„სასამართლო სისტემა უნდა გაჯანსაღდეს“, აღნიშნა პრეზიდენტმა და დაამატა:

 

 

„პირველი - მე მიმაჩნია, რომ მომავალი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს წარვადგენ არა უბრალოდ, როგორც მე საქართველოს პრეზიდენტი, არამედ მე ამ პროცესში ჩავრთავ მთელ საზოგადოებას, შესაბამისად პოლიტიკური არგუმენტის გათამაშება ამ ვითარებაში იქნება, ელემენტარული უაზრობა, იმიტომ რომ ეს არ იქნება ჩემი პოლიტიკური კანდიდატი, არამედ იქნება ქართული საზოგადოების, სპეციფიურად ქართული იურიდიული საზოგადოების მიერ შერჩეული კანდიდატი. ასე რომ, თუ დაპირისპირება იქნება, ეს ჩემთან პოლიტიკურ კინკლაობაში ვერ გადავა, ეს იქნება პასუხი საზოგადოების მიმართ, პასუხი რომლის რეალური შინაარსი იქნება შემდეგი: არა, ჩვენ პარტიას გვინდა ვაკონტროლოთ სასამართლო, სხვანაირი პასუხი აქ არ გამოვა, ეს არ იქნება ჩემი წარდგენილი, ეს იქნება, ეს იქნება საზოგადოების წარდგენილი".

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი