საქართველოს პრეზიდენტი ნინო გვენეტაძის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტიდან წასვლას უაღრესად მნიშვნელოვან საკითხს უწოდებს და ამასთანავე აცხადებს, რომ იმ ფონზე, როდესაც ბოლო პერიოდში არაერთი მოსამართლე და იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი სასამართლო სისტემაში მძიმე ვითარების არსებობას უსვამდა ხაზს, უმაღლესი თანამდებობის პირის მიერ პოსტის დატოვება, მნიშვნელოვანთან ერთად, „განსაკუთრებით რთული ხდება".
ქვეყნის პირველი პირი მიიჩნევს, რომ ნინო გვენეტაძის გადადგომა არ უნდა იყოს მიჩქმალული ისე, როგორც სხვა პოლიტიკური საქმეები.
„სასამართლო სისტემაში უმაღლესი თანამდებობის პირის მიერ პოსტის დატოვება არის თავისთავად უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი, მაგრამ ხდება განსაკუთრებით რთული, თუ თვალს მივადევნებთ იმ მოვლენებს, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა.
არაერთი მოსამართლე ან იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ხაზს უსვამდა იმ მძიმე ვითარებას, რომელიც არის სასამართლო სისტემაში. იგივე საკითხზე ჩვენ ყოვედღიურად გვესმის კრიტიკა და შეშფოთება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან და მეგობრებისგან. მაგრამ, ყველაზე ნიშანდობლივი არის თავად ქ-ნი ნინოს განცხადება, როდესაც ქვეყნის პირველი მოსამართლე ამბობს, რომ ის ძალადობის მსხვეერპლია.
მე მინდა, რომ ეს გადადგომაც არ იყოს ისევე მიჩქმალული, როგორც ბევრი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა ჩვენს ცხოვრებაში. სასამართლო სისტემის გაჯანსაღება, იქ არსებული ვითარების თვისობრივად შეცვლა არის ჩვენი დემოკრატიის წინაშე არსებული უმნიშვნელოვანესი გამოწვევა. გამოწვევა, რომელსაც ჩვენ ან ვუპასუხებთ, ან დავრჩებით იმ მანკიერ წრეზე, რომელსაც არაერთი პრობლემა შეუქმნია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისათვის და სახელმწიფო სისტემისთვის", განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რამდენიმე წუთის წინ გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.