საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ, დღეს, წმინდა ილია წინასწარმეტყველის ხსენების დღესთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა-ლოცვა აღავლინა. წირვის შემდეგ ილია მეორემ მრევლს დღესასწაული მიულოცა და იქადაგა.
„წყალობა და მშვიდობა, წმინდა ილია წინასწარმეტყველის ლოცვა მოგცეთ თქვენ და საქართველოს... უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით", ბრძანა პატრიარქმა.
მრევლს ქადაგებით პატრიარქის მოსაყდრემაც მიმართა.
„დღეს ჩვენი ერისა და ეკლესიის წინაშე ახალმა დრომ ახალი პრობლემები დააყენა - ახლაც არის მცდელობები, დაინერგოს კერპმსახურება, ძლიერნი ამა სოფლისანი თავისუფლების იდეის საფარქვეშ ხორციელ ცოდვებს ნორმად აცხადებენ. თქვენ გითქვამთ არაერთხელ, რომ ცოდვის დაკანონებით ადამიანი თავის გამართლებას ცდილობს, მაგრამ ვერანაირი კანონი მას ვერ გაამართლებს, თუ იგი ღმერთმა არ გაამართლა. ანუ, ცოდვის დაკანონებით, ამ ცოდვას ბოროტებაც ემატება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ახალი კერპის აღმართვის მცდელობა საქართველოში, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ და ცოდვის დაკანონება, დამარცხდება", ბრძანა მეუფე შიომ ქადაგებისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.