„თუ სასამართლო სისტემა არსებული დამნაშავე სისტემის ნაწილია, მაშინ ეს დამნაშავე სახელმწიფოა და პეტრე ცაავა ამ სახელმწიფოს წინააღმდეგ ილაშქრებს", ასე გამოეხმაურა რეჟისორი გოგა ხაინდრავა მეუფე პეტრე ცაავას განცხადებას იმის თაობაზე, რომ უზენაესი სასამართლო არსებული დამნაშავე სისტემის შემადგენელი ნაწილია.
მისი თქმით, მეუფე პეტრე ცაავას განცხადება „არ არის სასულიერო იერარქიის წარმომადგენლის განცხადება, ეს არის პოლიტიკური განცხადება ადამიანის, რომელიც როგორც მინიმუმ არ არის კეთილგანწყობილი სახელმწიფოს და ქვეყნის მიმართ".
„რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს, მის სინდისსა და რწმენაზე იყოს. ჩემთვის, როგორც მოქალაქე გოგა ხაინდრავასთვის აბსოლუტურად გაუგონარია რასაც იგი აკეთებს.
ვფიქრობ, თუკი მას შინაგანად პოლიტიკური ამბიციები აწუხებს, დროა, პოლიტიკურ საქმიანობას მიჰყოს ხელი. ასეთი დამოკიდებულება და მსგავსი პოლიტიკური სახის განცხადებების მოსმენა მაღალი სასულიერო პირის მხრიდან გამაოგნებელია და ჩრდილოეთის ქარი მოსდევს თან“, განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.