საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ნინო გვენეტაძის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტიდან წასვლის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ დღეს პოლიტიკური ძალები ძირითად საკითხებზე თუ არ შეთანხმდნენ, ჩამოიშლება ისიც, რაც გააჩნია საქართველოს, როგორც ქვეყანას.
„დღეს ხაზს ვუსვამ სწორედ იმას, რომ პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად, პოლიტიკური სიმპათიების მიუხედავად, ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები, ყველა პარტიის წარმომადგენელი. მე აქ არ ვამბობ, რომ რომელიმე პარტიამ უნდა გაიმარჯვოს, მე ვამბობ იმას, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების მუდმივი რყევა ერთნაირად საშიში არის, ყველასთვის, ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების ადამიანისთვის. სახელმწიფო ინსტიტუტების რყევა და ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტების ჩამოშლა, გაურკვევლობა ამ მიმართულებით, საბოლოოდ საშიშროებას უქმნის ყველა მოქალაქეს. მე მინდა, რომ ეს იქნას გააზრებული, იმისთვის, რომ მე ამ გააზრების პროცესში არ შევუშალო არავის ხელი, არ გავაღიზიანო პოლიტიკურად, ამიტომაც მე გვერდზე ვდგები ამ პროცესისგან. რამეზე უნდა მოხდეს ამ ქვეყანაზე თანხმობა, იმ საკითხში, სადაც მე ჩემს პოლიტიკურ შინაარსს არ შევიტან. თუ ჩვენ ძირითადზე არ შევთანმხდებით, თუ ჩვენ არ შევთანმხდით იმაზე, რომ გვჭირდება სახელმწიფო, გვჭირდება სასამართლო, გვჭირდება აღმასრულებელი ხელისუფლება, გვჭირდება პარლამენტი, ჩვენ ნელნელა ჩამოვშლით იმას, რაც არის გარანტი ჩვენი ნორმალური არსებობის. ასე რომ, ყოველგვარი პოლიტიკური შინაარსის მიუხედავად, მე მოვუწოდებ ყველას გაიაზროს, ჩვენ ვეთამაშებით სახელმწიფოს, მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა“, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მან ასევე თქვა, რომ ის ორშაბათიდან დაიწყებს კონსულტაციებს და წარადგენს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს, რომელიც იქნება ქართული საზოგადოების შერჩეული და „ქართული ოცნება“ ამაში ხელს ვერ შეუშლის, რადგან მათი ერთადერთი პასუხი კითხვაზე, თუ რატომ უპირისპირდება საზოგადოების მიერ შერჩეულ კანდიდატს, იქნება ასეთი: სასამართლო უნდა მართოს „ქართულმა ოცნებამ“.
„მიმაჩნია, რომ მომავალი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს წარვადგენ არა უბრალოდ, როგორც მე საქართველოს პრეზიდენტი, არამედ მე ამ პროცესში ჩავრთავ მთელ საზოგადოებას, შესაბამისად პოლიტიკური არგუმენტის გათამაშება ამ ვითარებაში იქნება, ელემენტარული უაზრობა, იმიტომ რომ ეს არ იქნება ჩემი პოლიტიკური კანდიდატი, არამედ იქნება ქართული საზოგადოების, სპეციფიურად ქართული იურიდიული საზოგადოების მიერ შერჩეული კანდიდატი. ასე რომ, თუ დაპირისპირება იქნება, ეს ჩემთან პოლიტიკურ კინკლაობაში ვერ გადავა, ეს იქნება პასუხი საზოგადოების მიმართ, პასუხი რომლის რეალური შინაარსი იქნება შემდეგი: არა, ჩვენ პარტიას გვინდა ვაკონტროლოთ სასამართლო, სხვანაირი პასუხი აქ არ გამოვა, ეს არ იქნება ჩემი წარდგენილი, ეს იქნება, ეს იქნება საზოგადოების წარდგენილი“, განაცხადა მარგველაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.