„მიმდინარე წელს, 2018 წელს, ბიძინა ივანიშვილი აღარ არის იმ ფორმაში, როგორც, პოლიტიკურ ფორმას ვგულისხმობ, როგორშიც იგი თავს თვლიდა 2014-ში, 16-ში, თუნდაც შარშან“, განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, დეპუტატმა ნიკა მელიამ ხუთშაბათს, „TV პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ პირდაპირი ჩართვისას, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან ნინო გვენეტაძის გადადგომის შესახებ საუბრისას.
„ბევრი რამ შეიცვალა, განწყობები საზოგადოებაში. გუშინდელი (ენ-დი-აის) კვლევაც ამას ადასტურებს და რად უნდა ამას კვლევა, ქუჩაში გავიარ-გამოვიაროთ და ხალხი ამაზე საუბრობს უკვე ღიად. [ივანიშვილს] სჭირდება დასაყრდენი, ძლიერი, სასამართლო სისტემაში. მათ შორის, ერთ-ერთი ფაქტორი არის არჩევნები, კარს მომდგარი, სადაც საარჩევნო დავები აუცილებლად მოხვდება სასამართლოში და იქ არ უნდა ადამიანი, რომელმაც შეიძლება დაიწყოს მერყეობა და მერყეობდა ეს ქალბატონი უკანასკნელ პერიოდში. იქ შიდა დაპირისპირება იყო, საჯარო სივრცეშიც კი ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ და იძულებული გახადა, ნუ, ეს ქალბატონი გაუშვა და მე არ მინდა ახლა უბრალოდ რაღაცა დავაბრალო, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, როდესაც ასე ჩუმად მიდიან, ბიძინა ივანიშვილი, ყოველ შემთხვევაში დარწმუნებით შემიძლია აქ ვთქვა, რომ პატივს სცემს ასეთ ადამიანებს მატერიალური სახით და დუმილში უხდის ფულს. ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ, ვერასოდეს ვერ გავიგებთ, ვერასოდეს ვერ გავიგებთ, ვერასოდეს ვერ გავიგებთ, ქალბატონი გვენეტაძე რეალურად რატომ წავიდა დაკავებული თანამდებობიდან“, განაცხადა ნიკა მელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.