გიორგი ქობულია ბიზნესგაერთიანებების ხელმძღვანელებს შეხვდა
03-08-2018, 10:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„კერძო სექტორთან შეხვედრების ორგანიზებას მომავალშიც ვაპირებ, რათა ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინოთ, რა აწუხებს კერძო სექტორს, რა პრობლემები აქვთ, როგორ შეიძლება ჩვენ დავეხმაროთ ამ პრობლემების გადაჭრაში“, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ ბიზნესგაერთიანებების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ.

 

 

შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შედგა და მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ბიზნესასოციაციის, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის, საქართველოს ბანკების ასოციაციის, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის და საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატის ხელმძღვანელმა პირებმა.

 

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრსა და ბიზნესგაერთიანებების წარმომადგენელთა შეხვედრაზე განხილული იყო სამინისტროს მიერ დაგეგმილი და მიმდინარე რეფორმები, ბიზნესის სხვადასხვა სექტორში არსებული აქტუალური თემები და საკითხები, მათ შორის: შრომის უსაფრთხოება, საპენსიო რეფორმა, კაპიტალის ბაზრის რეფორმა, აგროსექტორის განვითარების საკითხები და ა.შ.

 

 

„დღეს შეხვედრა გვქონდა ბიზნესასოციაციებთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ფლობენ ინფორმაციას აღნიშნულ გაერთიანებებში არსებული ბიზნესების პრობლემებთან დაკავშირებით. თითოეული ასოციაციის ხელმძღვანელს ვთხოვე, ჩემთვის გაეზიარებინა ის საკითხები და ის კითხვები დაესვა, რომლებიც მათ აწუხებთ. გავიარეთ ყველა ასოციაციის საკითხები, გვქონდა დისკუსია სხვადასხვა თემებზე, და პრინციპში, ეს ჩვენთვის ძალიან სასარგებლო იყო“, აღნიშნა ქობულიამ, როოგრც ამას ეკონომიკის სამინიტროს პრესსამსახური იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი