ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გამოიკითხებიან.
საგამოძიებო კომისიის სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული. ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, თეა წულუკიანი ბოლოს დაიკითხება.
საგამოძიებო კომისიის წევრებს შინაგან საქმეთა მინისტრთან და ყოფილ მთავარ პროკურორთან შეკითხვები გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ექნებათ.
თითქმის ორთვიანი მუშაობის განმავლობაში საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ უკვე დაპირისპირებაში მონაწილე და თვითმხილველი არასრულწლოვნები გამოკითხა. კომისიის წევრები ვარაუდობენ, რომ დასკვნა სექტემბერში იქნება ცნობილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.