უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტიდან ნინო გვენეტაძის გადადგომას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი მდივანი და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძე ეხმაურება. მურუსიძე აცხადებს, რომ სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობა არ არსებობს, შესაბამისად, მისივე თქმით, ვერსია, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ამ მიზეზით დაეტოვებინა თანამდებობა, გამორიცხულია.
„რაც განაცხადა ქალბატონამ ნინომ, მიმაჩნია, რომ ეს არის მიზეზი, რის გამოც წავიდა", უთხრა „რუსთავი 2"-ს მურუსიძემ, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისგან ზეწოლასაც გამორიცხავს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი მდივანი აცხადებს, რომ არ აქვს ინფორმაცია სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, მიხელ ჩინჩალაძისა და ნინო გვენეტაძის დაპირისპირების შესახებ.
„მე არ გამიგია არასოდეს, რომ მათ შორის რამე დაპირისპირებას ადგილი ჰქონოდა", აღნიშნა ლევან მურუსიძემ და დასძინა:
„მე როგორც ვიცი ბოლოს, იყო მთელი რიგი საკითხები, რაზეც კონსენსუსი იქნა მიღწეული და რაღაც დაძაბულობას და ურთიერთობის გამწვავებას ადგილი არ ჰქონია. არავითარი კლანური მმართველობა სასამართლო სისტემაში არ არსებობს. თავიდან რა თქმა უნდა იყო გარკვეული უხერხული მომენტები ჩვენი წარსულიდან გამომდინარე, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩვენი პიროვნული ინტერესები გვერდზე იყო გადადებული და რეალურად ვფიქრობდით ჩვენ სასამართლო ინტერესებიდან გამომდინარე".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.