საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დროს მირზა სუბელიანს არ იცნობდა.
გახარიამ აღნიშნულთან დაკავშირებით, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კომისიის წევრის, ირაკლი აბესაძის კითხვის პასუხად ისაუბრა.
„მირზა სუბელიანს მომხდარი ფაქტის დროს არ ვიცნობდი, ახალი გამოყოფილი საქმის პირობებში მქონდა მირზა სუბელიანთან კონტაქტი, როდესაც ის იმყოფებოდა ცენტრალურ კრიმინალური პოლიციაში გარკვეულ გამოკითხვაზე”, განაცხადა გიორგი გახარაიამ.
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს შინაგან საქმეთა მინისტრსა და ყოფილ მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს უსმენენ. სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.