„ქართული ოცნების“ წევრი სოფო კილაძე ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან ამბობს, რომ ელოდება შოუს, რომელსაც ოპოზიცია დადგამს სხდომაზე. კილაძე დემოკრატიისკენ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს იმ ფაქტს, რომ მინისტრები საგამოძიებო კომისიის კითხვებს უპასუხებენ.
„დღეს არის ძალინ მაღალი თანამდებობის პირების გამოკითხვა კომისიაზე და ესეც, ვფიქრობ არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი დემოკრატიისკენ გადადგმული, იმიტომ რომ ჩვენ კიდევ ერთხელ ვამტკიცებთ, რომ საპარალამენტო საზედამხედველო ფუნქცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, მით უმეტეს კომისიის ფარგლებში და არავინ ამბობს უარს, მათ შორის, არც მინისტრები მოსვლაზე და აქ კონკრეტულ, მათშორის, მწვავე კითხვებზე პასუხის გაცემაზე. მე სიმართლე გითხრათ, ველოდები შოუს დადგმას ოპოზიციის მხრიდან, იმიტომ რომ ყველაფერი ამაზე მიანიშნებს, როგორც წესი ისინი ცდილობენ, ასეთი საკითხები გადააქციონ შოუდ“, განაცხადა სოფო კილაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.