ირაკლი შოთაძე: მე დავავალე პროკურორებს, რომ გაერკვიათ მირზა სუბელიანის შვილის როლი და მონაწილეობის ხარისხი ხორავას ქუჩის ინციდენტში
03-08-2018, 12:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ყოფილ მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძესა და შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას უსმენენ.

 

 

სხდომაზე კომისიის წევრი ირაკლი აბესაძე დაინტერესდა, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის ფარგლებში მოსთხოვა თუ არა ირაკლი შოთაძემ პროკურორებს, რომ დაეკითხათ მირზა სუბელიანი.

 

 

„მე დავავალე შესაბამის კურატორ მოადგილეს და ქალაქის პროკურორს, რომ გაერკვიათ მირზა სუბელიანის შვილის როლი და მონაწილეობის ხარისხი შესაბამის ინციდენტში, დაედგინა მას, რა ქმედება ჰქონდა განხორციელებული და ეს იყო ჩემი დავალება. ეს გულისხმობს, რომ უნდა ჩატარებულიყო შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რაც ამ მიზნის განსახორციელებლად იყო საჭირო.... მე დავავალე ჩემდამი დაქვემდებარებულ თანამდებობის პირებს, რომ ჩაეტარებინათ ყველა საჭირო საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებები. რაც შეეხება დეტალებს, რა საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებები იყო საჭირო, ყველა რიგითი პროკურორით დაწყებული, დამთავრებული ჩემი მოადგილით, არიან ძალიან კომპეტენტური, გამოცდილი პროკურორები და კარგად იციან, რა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები უნდა ჩატარდეს, როგორ უნდა განახორციელონ საპროცესო ხელმძღვანელობა”, განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი