მირზა სუბელიანთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია, ის არის დაკავებული და ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ თუ გამოვლინდა დამატებითი ფაქტორები, რაზეც მეც ვისაუბრე და თქვენც ისაუბრეთ, რომ კვალიფიკაცია შეეცვალოს, აღნიშნული განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გააკეთა.
„2017 წლის დეკემბერში ეს ინფორმაცია არავინ არ იცოდა, რამეთუ ეს ინფორმაცია გაჟღერდა სასამართლო პროცესზე. იმისთვის, რომ თქვენ თეორიულ შეკიტხვაზე რამე გადაწყვეტილება მივიღოთ, პირველ რიგში უნდა დავადგინოთ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი საბოლოო შედეგსა და მირზა სუბელიანის იმ აქტივობებს შორის, რასაც თქვენ აფასებთ შეფასებითად და იმ კითხვებზე, რაც მე გიპასუხეთ.
მეორე, რეალურად მირზა სუბელიანი, რომელიც მე არც ვიცოდი მაშინ საერთოდ ვინ იყო და რას წარმოადგენდა, მაგრამ ამ საქმესთან ვინც აკავშირებს შვილი და მისი ნათესავები - არიან ერთეულები იმ მცირეოდენი ადამიანებისა, ვინც თანამშრომლობდა მაშინაც და დღესაც გამოძიებასთან.
მესამე, რეალურად, დაველოდებით თქვენი კომისიის დასრულებას, რომლის ძირითადი მიზანიც გახლავთ, იმიტომ ვთანამშრომლობთ ასე ტრანსპარენტურად თქვენთან, რომ გამოვავლინოთ შესაძლო პროცედურული დარღვევები, ან გადამეტება - და ამის შემდგომ ვიმსჯელებთ თქვენთან ერთად ამ საქმეზე.
ამ ეტაპზე ვთვლი, რომ მირზა სუბელიანთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია, ის არის დაკავებული და ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ თუ გამოვლინდა დამატებითი ფაქტორები, რაზეც მეც ვისაუბრე და თქვენც ისაუბრეთ - რომ კვალიფიკაცია შეეცვალოს“, განუცხადა გიორგი გახარიამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.