გიორგი გახარია: „თქვენი ლოგიკიდან გამომდინარე, ჩვენ უნდა ავიღოთ ახლა გამომძიებელ ფიფიას მიერ ყველა მშობელთან განხორციელებული ზარი და ყველგან დავიწყოთ გამოძიება“
03-08-2018, 13:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის ოთო კახიძის შეკითხვაზე - დასაწყებია თუ არა გამოძიება იმის დასადგენად, იყენებდა თუ არა მირზა სუბელიანი თავის პირად ნაცნობობას ან სამსახურებრივ მდგომარეობას გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ უპასუხა - „ამიტომ ხართ თქვენ შექმნილები, დაასრულეთ ეს კომისია, გააკეთეთ სათანადო რეკომენდაციები ან დასკვნები და მერე გავაგრძელოთ მსჯელობა“.

 

 

„ბატონო ოთარ, კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ეს არის თქვენი ამოცანა და ჩვენ ველოდებით თქვენი კომისიის რეკომენდაციას და დასკვნას. თქვენ ამისთვის შეიქმენით. იმისთვის, რომ დაადგინოთ ჰქონდა თუ არა მსგავს ფაქტებს ადგილი, ეს ერთი, მეორე - თქვენი ლოგიკიდან გამომდინარე, ჩვენ უნდა ავიღოთ ახლა გამომძიებელ ფიფიას მიერ ყველა მშობელთან განხორციელებული ზარი და ყველგან დავიწყოთ გამოძიება. ამიტომ ხართ თქვენ შექმნილები და ნება იბოძეთ, დაასრულეთ ეს კომისია, გააკეთეთ სათანადო რეკომენდაციები ან დასკვნები და მერე გავაგრძელოთ მსჯელობა. რაც შეეხება მირზა სუბელიანს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმიტომ რომ თქვენ ხო აქ მაყურებლებზე მუშაობთ, დაკავებულია და მასთან მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები, გამოძიება გრძელდება, თუ გამოვლინდა ამ გამოძიების ფარგლებში ის ფაქტები, რომლებზეც თქვენ საუბრობთ, რა თქმა უნდა, ეს პროცესი დაწყებულია და თქვენ არ დაგიწყიათ ეს და ნუ ბრძანებთ იმას, რომ მირზა სუბელიანის დაკავება მოხდა თქვენი კომისიის დაწყების შემდგომ. ეს არ შეესაბამება სინამდვილეს, არანაირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი მანდ არ ყოფილა“, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი