ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოძიების დეტალებზე შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას უსმენენ.
გახარიას თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აპირებს, სოციალური ქსელიდან, Facebook-იდან გამოითხოვოს ინფორმაცია, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებულ პირთა მიმოწერას მოიცავს.
„ვაპირებთ, გამოვითხოვოთ ეს მიმოწერა და როგორც კი მივიღებთ მათ, მაშინვე თქვენ გამოგიგზავნით“ - უპასუხა გახარიამ კომისიის წევრებს.
თუმცა აქამდე რატომ არ გამოითხოვა სამინისტრომ მიმოწერა ამაზე პასუხი გახარიას გააჩნია.
იქამდე, კომისიის წევრებმა შინაგან საქმეთა მინისტრს ჰკითხეს, რატომ არ გამოითხოვეს მათ მიმოწერები, რომელიც, შესაძლოა დანაშაულის მოტივს ან სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავდეს მკვლელობასთან დაკავშირებით.
დღეს საგამოძიებო კომისია იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანსაც გამოკითხავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.