რომან კაკულია: ეს მაჩვენებელი ინდიკატორია, რომ სწორი ორიენტირია აღებული და სვლაც და ტემპიც არის პოზიტიური
03-08-2018, 15:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ევროპის პალატის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგს „ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის 2018“ გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც საქართველო, ევროპის 46 ქვეყანას შორის, მე-18 ადგილზეა.

 


„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქვეყნისთვის, რომელიც თავისუფალი ბაზრით აპირებს ძირითად პოზიციონირებას და ინტეგრირებას საერთაშორისო ბაზრებზე და უნდა, რომ დანარჩენ პოტენციურ ინვესტორებს შესთავაზოს ისეთი ბიზნესგარემო, რომლითაც ის კონკურენციაში შევა სხვა ასეთივე შეთავაზების ქვეყნებთან - ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი. ეს ადგილი რეიტინგში იმის ერთ-ერთი ინდიკატორია, რომ სწორი ორიენტირია აღებული და სვლაც და ტემპიც არის პოზიტიური. როდესაც ვსაუბრობთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს დანაზოგები არ აქვთ და ერთადერთი გამოსავალი არის სხვა ქვეყანაში ადამიანების მიერ დაგროვებული დანაზოგების მოზიდვა, ეს ადამიანები სხვადასხვა ფაქტორს შორის - დიდ მნიშვნელობას სწორედ ასეთი ტიპის შეფასებებს აქცევენ ყურადღებას. აღნიშნული კვლევა ერთ-ერთ წყაროდ სწორედ „Doing Business”-ის კვლევებს იყენებს, ამიტომ მხოლოდ დადებითად ვაფასებ აღნიშნულ მონაცემებს. ჩვენ გვაქვს ორი გამოწვევა: ერთი, რომ შევქმნათ ისეთი ბიზნესგარემო, რომლითაც კონკურენციაში შევალთ სხვა ქვეყნებთან, რომლებიც ასევე ცდილობენ მოიზიდონ მესამე ქვეყნების ინვესტიციები და მეორე გამოწვევა არის ადამიანების დიდი რაოდენობის ჩართვა ბიზნესაქტივობაში. ორივე შემთხვევისათვის, ეს არის ნაბიჯი, რომელსაც შეიძლება დაეფუძნოს შემდეგი განვითარება და წინსვლა“, განაცხადა რომან კაკულიამ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი