„ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის 2018“ რეიტინგში საქართველოს პოზიცია წინა წელთან შედარებით 2 ადგილით გაუმჯობესდა
03-08-2018, 16:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ევროპის პალატის 2018 წლის რეიტინგში „ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის“ საქართველოს პოზიციების გაუმჯობესებას მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები აფასებენ.

 

 

შპს „ჩემი რანჩოს“ მფლობელი, ვანო იოსელიანი თემაზე კომენტარის გაკეთებისას ამბობს, რომ საქართველოში ბევრი საინტერესო ცვლილება განხორციელდა ბიზნესის ხელშეწყობისთვის, რაც პოზიტიურად აისახა საქართველოს სარეიტინგო მაჩვენებლებზე „რა თქმა უნდა, სასიხარულოა საქართველოს წარმატება ევროპის პალატის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში, თუმცა მგონია, რომ კიდევ ბევრი გამოწვევაა ჩვენს ქვეყანაში, რომლებსაც ახალმა მთავრობამ უნდა გაართვას თავი და ის რეფორმები, რომლებიც დაანონსებულია, წარმატებით განხორციელდეს, მათ შორის სოფლის მეურნეობაში.

 

 

„მწვანე ეკონომიკის“ პროგრამა, რომელიც ბატონმა პრემიერმა წარმოადგინა, ძალიან საინტერესოა და წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს მთავრობას ამ საკმაოდ რთული პროექტის განხორციელებაში“ - აღნიშნა ვანო იოსელიანმა. მისი შეფასებით, საქართველოში ბევრი საინტერესო ცვლილება განხორციელდა ბიზნესისთვის, მათ შორის საგადასახადო კუთხით, მცირე მეწარმეების ხელშეწყობის მიმართულებით, რაც ძალიან დიდი სტიმულია განვითარებისთვის.

 

 

„ჩემი აზრით, იმ მიმართულებებს შორის, რაც საქართველოს სასარგებლოდ პოზიტიურად იმოქმედებდა ევროპის პალატის რეიტინგში, არის თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებები ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან, ასევე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც უმნიშვნელოვანესი პროექტია ჩვენი რეგიონისა და ქვეყნისთვის“ - განაცხადა იოსელიანმა.

 

 

შეგახსენებთ, რომ ევროპის 46 ქვეყანას შორის საქართველომ მე-18 ადგილზე გადაინაცვლა ევროპის პალატის 2018 წლის რეიტინგში „ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის.“ ქვეყნის პოზიცია წინა წელთან შედარებით 2 ადგილით გაუმჯობესდა, ასევე 0.42 პუნქტით არის გაუმჯობესებული ჩვენი სარეიტინგო ქულა და ეს მაჩვენებელი 69.02-ს შეადგენს.

 

 

„ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის 2018“ წლის რეიტინგში საქართველო წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა პოლონეთი (მე-19 ადგილი), ლატვია (მე-20 ადგილი), სლოვენია (68-ე ადგილი), ესპანეთი (22-ე ადგილი), ჩეხეთი (23-ე ადგილი), სლოვაკეთი (25-ე ადგილი), იტალია (26-ე ადგილი), ხორვატია (29-ე ადგილი), მონტენეგრო (30-ე ადგილი), მაკედონია (33-ე ადგილი), თურქეთი (38-ე ადგილი), სომხეთი (39-ე ადგილი), რუსეთი (42-ე ადგილი), აზერბაიჯანი (45-ე ადგილი), უკრაინა (46-ე ადგილი) და სხვა.

 

კომენტარები: 1
#1   Israel
      
1 აპრილი 2026 06:37
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი