„ვფიქრობ, ქვეყნის რეპუტაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის პალატამ გამოაქვეყნა არსებული ბიზნეს გარემოს მიხედვით რეიტინგები, რომელშიც საქართველო, შარშანდელთან შედარებით, დაწინაურდა და მეოცედან მე-18 პოზიციაზე გადავიდა“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე ევროპის პალატის რეიტინგს „ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის 2018“.
ნინო ზამბახიძის თქმით, აღნიშნულ რეიტინგში შეფასება ხდება მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთებისა“ და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს „კორუფციის აღქმის ინდექსის“ რეიტინგებიდან გამომდინარე, რაც მიუთითებს, რომ ქვეყანაში ბიზნესის კეთების გარემო არის ძალიან ხელსაყრელი.
„ვფიქრობ, რომ ეს ერთი მხრივ არის ძალიან კარგი, რათა მოიზიდო ინვესტორები ქვეყანაში, რადგან ინვესტიციების მოზიდვა მხოლოდ ფინანსურ კეთილდღეობას არ უზრუნველყოფს, ასევე განათლების თემასაც უზრუნველყოფს, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას“, - აღნიშნა ნინო ზამბახიძემ. ამასთან, მისი თქმით, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ფერმერული მეურნეობებისთვის გამოწვევები კვლავაც რჩება, რომელიც გრძელვადიანი არის და რომელსაც ყურადღების მიქცევა სჭირდება. „ ესეთი არის განათლება, ეს არის იაფ რესურსზე ხელმისაწვდომობა, ეს არის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რაც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მაცოცხლებელია და ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობისთვის რეალურად წინაპირობაა“, განაცხადა ნინო ზამბახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.