საპარლამენტო უმრავლესობისა და საგამოძიებო კომისიის წევრისთვის, მამუკა მდინარაძისთვის გაუგებარია, რატომ მოხდა ხორავას ქუჩის მკვლელობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე იუსტიციის მინისტრის გამოძახება.
როგორც მდინარაძემ სხდომაზე განაცხადა, თეა წულუკიანს პროცესუალური ხელმძღვანელობა არ განუხორციელებია.
„ქალბატონო თეა, ძალიან მოკლედ გეტყვით, რომ ნამდვილად არ ვიცი რატომ ხართ აქ გამოძახებული, ეს გადაწყვიტა კომისიის უმრავლესობამ და თუ აქ საქმე იმაშია, რომ თქვენს მიერ გაკეთებული პოლიტიკური განცხადებების გამო უნდა გამოიკითხოთ ამ კომისიაზე თქვენ, ამ ლოგიკით შეიძლება გამოიკითხოს ძალიან ბევრი ადამიანი თქვენს გარდა. ამიტომ, მე დიდი სიამოვნებით დაველოდები ჩვენი ოპონენტების კითხვებს და ამის მერე თუ რამე კითხვა მექნება მერე დავსვამ ნამდვილად. იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ გაუწყებთ თუ თქვენ ეს არ იცით, რომ ქალბატონი თეა უბრალოდ არ ახორციელებდა პროცესუალურ ხელმძღვანელობას. ეს მის კომპეტენციაში არ შედიოდა", მიმართა მდინარაძემ სხდომაზე კომისიის წევრებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.