კოჯორში, ქოროღლის ციხეზე პირველი სპორტული ლაშქრობის 100 წლისთავი აღინიშნა. ციხის დალაშქვრაში კოჯორში მცხოვრები სოციალურად დაუცველთა და კოჯორში დამსვენებელთა ოჯახების ბავშვებთან ერთად თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის და მთაწმინდის რაიონის გამგეობის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
ქოროღლის ციხეზე თავდაცვის სამინისტროსა და სასკოლო სპორტის ფედერაციის წარმომდგენლებმა ბავშვებს ციხესიმაგრისა და ადგილის ისტორია გააცნეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
პირველი სპორტული ლაშქრობა ქოროღლის ციხეზე 1918 წლის 31 ივლისს, სპორტსაზოგადოება „შევარდენის“ მიერ მოეწყო. „შევარდენის“ წევრები იუნკერთა სამხედრო სკოლაშიც სწავლობდნენ, რომელთა უმეტესობაც 1921 წლის თებერვალში, რუსეთის მეთერთმეტე არმიასთან ბრძოლის დროს, სწორედ ქოროღლის ციხის ფერდობზე დაიღუპა.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.