დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე თეა წულუკიანს მხოლოდ ორი კითხვა დაუსვეს
03-08-2018, 17:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მოსმენა ორი კითხვის შემდეგ დასრულდა.

 

 

ორივე კითხვა მინისტრს „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა ოთარ კახიძემ დაუსვა.

 

 

პირველი კითხვა ეხებოდა მირზა სუბელიანს. ოთარ კახიძეს აინტერესებდა იცნობდა თუ არა იუსტიციის მინისტრი სუბელიანს, რაზეც წულუკინმა უპასუხა, რომ მირზა სუბელიანს არ იცნობდა.

 

 

მეორე კითხვა კი, თეა წულუკიანის განცხადებას ეხებოდა, რომელშიც წულუკიანი ამბობდა, რომ არ ეთანხმებოდა ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადადგომას და მადლობას უხდიდა მას იმისთვის, რაც უთხრა – „გადავდგები და დაიჯერებენ, რომ მართალი ვარ“.  ოთარ კახიძე დაინტერესდა, მაშინ როცა საქმეზე დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დაადგინა რამდენიმე გარემოება, ამ ფონზე ისევ მიაჩნდა თუ არა მინისტრს, რომ ირაკლი შოთაძე მართალი იყო და მადლობა უნდა გადაეხადა თუ არა იმისთვის, რაც მაშინ უთხრა, ანუ ეთანხმებოდა თუ არა 31 მაისს მის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

 

 

თეა წულუკიანმა დეპუტატს  მიუგო, რომ, რა თქმა უნდა, თავის 31 მაისის განცხადებას ეთანხმება.

 

 

ამის შემდეგ სხდომა დასრულდა. იუსტიციის მინისტრმა კი, კომისიას წარმატებები უსურვა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი