„რეიტინგი ემყარება იმ საკანონმდებლო ჩარჩოს, რომელიც არსებობს ამა თუ იმ ქვეყანაში ბიზნესის კეთების თვალსაზრისით, რომელიც ხელს უწყობს ბიზნესის კეთებას. შესაბამისად, ეს წინსვლა განპირობებულია იმ რეფორმებით, რომელიც სამთავრობო პოლიტიკის შესაბამისად ამ მიმართულებით განხორციელდა“, განაცხადა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, ნინო ჩიქოვანმა ევროპის პალატის რეიტინგში საქართველოს გაუმჯობესებული პოზიციების შეფასებისას.
მისი თქმით, წლის დასაწყისში განხორციელდა მრავალი საგადასახადო რეფორმა, რომელიც ინიცირებული იყო ფინანსთა სამინისტროს და შემდეგ უკვე მთავრობის მიერ.
„განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო მცირე ბიზნესისთვის საგადასახადო სისტემის გამარტივება, შესაბამისად, მომდევნო წელს უნდა ველოდოთ ამ რეიტინგის კიდევ უფრო გაუმჯობესებას, რომელიც, რა თქმა უნდა, დადებითად აისახება ქვეყნის ზოგადად რეიტინგზე და ბიზნესგარემოზე, ვინაიდან ძალიან კეთილგანწყობილია ბიზნესის კეთებისთვის ჩვენი როგორც საგადასახადო სისტემა, ისე ზოგადად პოლიტიკა“, აღნიშნა ჩიქოვანმა.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის შეფასებით, საქართველოს საგადასახადო სისტემა ზოგადად ლიბერალურია გადასახადების რაოდენობიდან გამომდინარე, მით უმეტეს, ბოლო პერიოდში განხორციელებული რეფორმებისა და ასევე იმ ინიციატივებიდან გამომდინარე, რომელთა განხორციელებაც იგეგმება და რაც მცირე ბიზნესს კიდე უფრო ხელს შეუწყობს მარტივი აღრიცხვიანობის, ასევე დღგ-სა და წინასწარ ავანსად გადახდის მიმართებაში.
„ყველა ის ნაბიჯი, რომლებიც ამ ბოლო თვეებში დაანონსდა, განსაკუთრებით ხელს შეუწყობს მცირე ბიზნესის განვითარებას, რაც, თავისთავად იწვევს ზოგადად ეკონომიკის გაუმჯობესებას, ცხოვრების დონის ამაღლებას და დასაქმების მაჩვენებლის ზრდას“, განაცხადა ნინო ჩიქოვანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.