საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მესტიაში, მყინვარ ლეხზირიდან ყინულის მასის ჩამოშლის შედეგად არავინ დაშავებულა
03-08-2018, 17:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მესტიაში, მყინვარ ლეხზირიდან ყინულის მასა ჩამოიშალა, რამაც წყლის დაგუბება გამოიწვია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. აღნიშნულთან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს.

 


„ვითარების შესაფასებლად ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური. პრევენციის მიზნით, გადაკეტილია ხეობისკენ მიმავალი გზა და მიმდინარეობს ადგილზე არსებული ვითარების შესწავლა.

 


ადგილზე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, შსს-ს, გარემოს ეროვნული სააგენტოს და საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები.

 

 

მთის ჩამოშლის შედეგად არავინ დაშავებულა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაკარგულების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა.

 


სიტუაციის გართულების თავიდან აცილების მიზნით, ადგილზე ტარდება ყველა შესაბამისი ღონისძიება.

 

 

ვითარება ექვემდებარება კონტროლს, არცერთი მოქალაქის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად, სიტუაციის გართულების შემთხვევაში, მზად არის მოახდინოს მყისიერი რეაგირება", ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი