გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაერო-ს კუთხე გაიხსნა
03-08-2018, 17:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის ეგიდითა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული ინიციატივა დემოკრატიისათვის“ მხარდაჭერით, გაეროს კუთხე გაიხსნა, სადაც განთავსდა შესაბამისი ლიტერატურა გაერო-საქართველოს შესახებ, ასევე ბუკლეტები და გაეროს ბანერი.

 

 

„აღნიშნული პროექტი შესაძლებლობას მისცემს დაინტერესებულ მოქალაქეებს, გაეცნონ ინფორმაციას გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ და ისარგებლონ შესაბამისი ლიტერატურით.

 

 

პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს, საკრებულოსა და მერიის საჯარო მოხელეებს ჩაუტარდათ ტრენინგი „გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების“ შესახებ და გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.

 

 

მნიშვნელოვანია, რომ მომდევნო 13 წლის განმავლობაში, საქართველოს მთავრობა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის გათვალისწინებით დაგეგმავს ეროვნულ პოლიტიკას.

 

 

საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც 2015 წელს მხარი დაუჭირა მდგრადი განვითარების მიზნების დამტკიცებას და დაიწყო მათი დანერგვა ეროვნული პოლიტიკის დღის წესრიგში", ნათქვამია გარდაბნის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი