„ევროპული საქართველოს“ წევრის და ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ იუსტიციის მინისტრთან ერთი კითხვა ჰქონდათ - თვლიდა თუ არა წულუკიანი, რომ ირაკლი შოთაძე არ უნდა გადამდგარიყო, რაზეც წულუკიანმა უპასუხა, რომ ასე თვლიდა. კაპანაძის თქმით, ამ პასუხის შემდეგ წულუკიანმა დიდი პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ თავზე.
„როდესაც ირაკლი შოთაძე გადადგა, თეა წულუკიანმა შეაქო შოთაძე. შოთაძის გადადგომის შემდეგ დადგინდა, ძალიან ბევრი გარემოება, მათ შორის ის, რომ მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა. კითხვები მდგომარეობდა შემდეგში, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, თუ თვლიდა, რომ შოთაძე არ უნდა გადამდგარიყო. თეა წულუკიანმა დაადასტურა, რომ ირაკლი შოთაძე არ უნდა გადამდგარიყო, შესაბამისად, მთელი პასუხისმგებლობა თავად აიღო, სხვა კითხვები მასთან არ გვქონდა“, განაცხადა სერგი კაპანაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.