დიღმის ტყე-პარკში მალე მასშტაბური მშენებლობა დაიწყება. „კურიერის“ ინფორმაციით, თბილისის მერიამ წინასწარი ნებართვა გასცა, რათა ტყე-პარკის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური შენობა აშენდეს. მასშტაბურ მშენებლობას დიღმის გამწვანებულ ზონაში ბიძინა ივანიშვილის ხეების გადამტანი კომპანია „ანაგი“ გეგმავს.
გენგეგმის პირველადი ვარიანტის მიხედვით, დიღმის ტყე-პარკს განაპირა ზოლთან ერთად, ლანდშაფტურ-რეკრეაციული სტატუსი უნდა ჰქონოდა, რაც იქ ყველანაირ ახალ მშენებლობას კრძალავდა, თუმცა გენგეგმის საბოლოო ვარიანტში, დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე მშენებლობა დასაშვები გახდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.