ვიდეო: „ფულის ტომარა ოლიგარქი“ გულამოსკვნილი გვიმტკიცებდა, რომ ის საქართველოში ბიზნესს არ აკეთებს, თუმცა საყდრისის გადათხრით მან მილიარდობით დოლარი იშოვა - შალვა ნათელაშვილი 
03-08-2018, 23:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი საყდრისში იმყოფებოდა, საიდანაც განცხადება გააკეთა. ნათელაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა გადათხარა საყდრისი, რათა მილიონობით დოლარი ეშოვნა. ის ასევე ამბობს, რომ თუ გახდება პრეზიდენტი საყდრისს სახელმწიფო საკუთრებაში დააბრუნებს და დარჩენილი ოქროდან მიღებულ შემოსავალს ქვეყნის მოსახლეობას დაურიგებს.

 

 

 

 

„ორიოდე დღის წინ, ფულის ტომარა ოლიგარქი, გულამოსკვნილი გვიმტკიცებდა, რომ ის საქართველოში ბიზნესს არ აკეთებს და მხოლოდ და მხოლოდ თავის მილიონებს გვახარჯავს ჩვენ. აგერ, ნახეთ მისი გათხრილი ქართული მიწა და ამოღებული მილიარდობით დოლარის ოქრო, ვერცხლი და სპილენძი. ჩემი გაპრეზიდენტებისთანავე, ეს მთელი ტერიტორია გადაეცემა სახელმწიფოს, აიკრძალება ნგრევითი სამუშაოები, ივანიშვილს მოვატანინებთ რაც წაიღო და მთელი შემოსავალი ოქროდან და ვერცხლიდან დარჩენილი, მოგების სახით გადანაწილდება თითოეულ ქართულ ოჯახზე“, განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი